ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული საქართველოს მოქალაქის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის სწავლის დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება

ახალი ამბები

საქართველოს ის მოქალაქეები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ის პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლას განაგრძობენ ამ სასწავლებლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, სტუდენტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს განცხადება და საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მითითებული დოკუმენტაცია.

საქართველოს მთავრობის დადგენილება სრულად იხილეთ აქ.

2015 წელი

ბანერები