


საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის
პროექტს აფინანსებს ფოლკსვაგენის ფონდი
პროექტი ხორციელდება ილიას უნივერსიტეტისა და ლიტერატურის და კულტურის ცენტრის (ბერლინი) თანამშრომლობით http://www.zfl-berlin.org/
პროექტის ხანგრძლივობა: 2012-2014
პროექტის ხელმძღვანელები:
ზიგრიდ ვაიგელი (ლიტერატურისა და კულტურის შესწავლის ცენტრი, ბერლინი)
გიგა ზედანია (ილიას უნივერსიტეტი)
სამეცნიერო კოორდინაცია: ფრანცისკა ტუნ-ჰოჰენშტაინი
თანამშრომლები: ზაალ ანდრონიკაშვილი, ემზარ ჯგერენაია
დოქტორანტები: ელენე კეკელია, კოტე ლადარია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს (გეოპოლიტიკური) რეორიენტაციისათვის კავკასიას და შავ ზღვას ურთიერთსაწინააღმდეგო კულტურული გრავიტაციის ცენტრების როლი ეკისრებათ. საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, დასავლურ კურსს თან სდევს გახსნა შავი ზღვისპირეთის სივრცისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია კავკასიის მნიშვნელობის პრობლემატიზაციასთან. აქედან გამომდინარე - რუსული (იმპერიული), ქართული (ნაციონალური) და აფხაზური (მინორიტარული) პერსპექტივების დიალოგში - პროექტში განხილული იქნება გეოგრაფიული სივრცის სიმბოლური და აფექტური სემანტიკის ცვლილება. ამასთანავე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აზიის და ევროპის, აღმოსავლეთის და დასავლეთის გასაყარზე, გულისხმობს ევროპის კულტურული თვითშეგნების შესწალასაც.