


საქართველოს იუსტიციის სისტემის რეფორმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით 13 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი დავით ჯანდიერი. შეხვედრის თემა იყო საქართველოს იუსტიციის სისტემის რეფორმა.
თავდაპირველად ბატონმა დავითმა საზოგადოებას საკუთარი მოკლე ბიოგრაფია გააცნო. მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მხრიდან შესულ საჩივრებზე. სისხლის სამართლის პროცესის რეფორმებზე, შეკრებითობის პრინციპის გაუქმებაზე, შეეხო ახალ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც მოხდება იუსტიციის სამინიტროსგან სისხლის სამართლებრივი დევნის უფლების ჩამორთმევა, სამინისტროსგან პროკურატურის საქმიანობის გამოყოფა და ქვეყნის მთავარი პროკურორი აღარ იქნება იუსტიციის მინისტრი. მან ისაუბრა ასევე სასამართლო რეფორმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.საუბრის ბოლოს სტუმარმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.