


,,საქართველოს ეთნოგრაფია (მონაცემთა ბაზა)”
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 25-29 ივნისს, ილიაუნის საუნივერსიტეტო პროექტის - საქართველოს ეთნოგრაფია (მონაცემთა ბაზა) - ფარგლებში, ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიის კვლევითმა ჯგუფმა (პროფ. პაატა ბუხრაშვილი, დოქტ. ანა კატარინა ზალცერი), ჩაატარა საველე-ეთნოგრაფიული სამუშაო ყაზბეგის რაიონში. კვლევის მიზანი გახლდათ VolkswagenStiftung -ის კვლევითი პროექტის (Transformations of Sacred Spaces, Pilgrimages and Conceptions of Hybridity in the Post-Soviet Caucasus) ფარგლებში ხევის ტრადიციული საკულტო ძეგლების აღწერა-ფიქსაცია.
სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელთა დახმარებით (მეცნიერ-თანამშრომელი ნაზი სუჯაშვილი), შედგა აღნიშნულ ძეგლთა სია (83 ერთეული ჯვარ-სალოცავი) და, GPS-ის გამოყენებით, მოინიშნა მათი ზუსტი კოორდინატები. განისაზღვრა ხევის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დღეს მოქმედი სახატე და სათემო ტერიტორიები.
გალერეა