ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

'საქართველო სსრკ-ს წინააღმდეგ'

7 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო იმიტირებული სასამართლო ”საქართველო სსრკ-ს წინააღმდეგ. თბილისის პროცესი”.

სასამართლო სხდომა მომზადდა უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების აკადემიური სწავლების ფორმატში და ეფუძნება ნაციზმის წინააღმდეგ ნიუნბერგის 1945 წლის საერთაშორისო ტრიბუნალის სამართლებრივ კონცეფციას.

სასამართლო პროცესზე, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, სტუდენტებმა განიხილეს 1921 წლის სამართლებრივი ეპიზოდი ”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წელიწადნახევრის განმავლობაში არქივებში მუშაობდნენ, იკვლევდნენ და აანალიზებდნენ მასალებს საბჭოთა კავშირის შესახებ. პროცესზე წარმოდგენილი ბრალდებები და დაცვის არგუმენტები იყო საკმაოდ მყარი და ეფუძნებოდა სტუდენტების მიერ გამოკვლეულ მასალებს.

იმიტირებული სასამართლო ”საქართველო სსრკ-ს წინააღმდეგ. თბილისის პროცესი” განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სტუდენტებმა განიხილეს საკითხები, რომლებზე მსჯელობასაც რუსეთში დღემდე ერიდებიან.

ბანერები