ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართელოს ტოპ 100 დამსაქმებელი კომპანია

,,ილიუნი ბიზნეს რევიუმ’’ დასაქმების მიხედვით საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. 2012 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ისევე როგორც გასულ წელს არის ,,საქართველოს რკინიგზა’’ (13 000 ადამიანი დაახლოებით).

რეიტინგი ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუმ’’,,საქსტატის’’ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა და მასში არ შედიან ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. 

უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების ათეულში შედიან – საქართველოს რკინიგზა, ჯორჯიან მარგანეზი, ენერგო პრო ჯორჯია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ჯეო პოსპიტალსი, თბილსერვის ჯგუფი, სილქნეტი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რუსთავის აზოტი და თელასი.

,,ილიაუნი ბიზნეს რევიუს’’ მონაცემებით, ბანკებს შორის ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები არიან – ,,საქართველოს ბანკი’’, ლიბერთი ბანკი, თიბისი ბანკი, პრივატ ბანკი და ვითიბი ბანკი; სადაზღვევოებს შორის – ალდაგი ბისიაი და ჯიპიაი ჰოლდინგი.

რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს: ნავთობკომპანიებს შორის უმსხვილესი კომპანიაა – ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, ენერგო კომპანიებს შორის – ენერგო პრო ჯორჯია, ავტოდილერებს შორის – თეგეტა მოტორსი, ტრასპორტის და ლოჯისტიკა – საქართველოს რკინიგზა; მძიმე ინდუსტრია – ჯორჯიან მარგანეზი; კომუნიკაციები – სილქნეტი; მშენებლობა – ორბი ჯგუფი; აზარტული თამაშები – კაზინო აჭარა; ფარმაცია და მედიცინა – ჯეო ჰოსპიტალი;  სუპერმარკეტები – გუდვილი; დასუფთავების სერვისი – თბილსერვის ჯგუფი; ტანსაცმლის წარმოება – აჭარა ტექსტილი; წყლის წარმოება – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; დაცვის სამსახური – სოკარ ჯორჯია სექურითი; რესტორნები და კვების პროდუქტები – აგრიჯორჯია;

კვლევას – ,,საქართველოს ტოპ 100 დამსაქმებელი კომპანია’’ ილიაუნი ბიზნეს რევიუ ყოველწლიურად აქვეყნებს. „ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში არსებული ეკონომიკური კვლევებისა დაკონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ

 

ბანერები