ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

“სამხრეთი კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”

7 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიხსნა საზაფხულო სკოლა   “სამხრეთი კავკასია -კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”.

აღნიშნული სკოლა   უკვე მეოთხე წელია იმართება და პირველ ადგილზეა პოპულარობით DAAD-ის მიერ დაფინანსებულ საზაფხულო სკოლებს შორის. მასში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელები. იგი ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისსა და აბასთუმანში. სკოლაში მონაწილეობას იღებს 5 ქართველი და 22 გერმანელი სტუდენტი.სკოლის განუყრელი ნაწილია ექსკურსიები და აქტივობები საღამოობით, სპორტული ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და მხატვრებთან.

გახსნაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სკოლის ხელმძღვანელებმა, პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა  (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), იორგ შტადელბაუერმა (ფრაიბურგის უნივერსიტეტი ) და უვე ჰალბახმა (ბერლინის მეცნიერების და პოლიტიკის ფონდი).

ბანერები