ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“

ახალი ამბები

19 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) გაიმართა  სამუშაო შეხვედრა „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“.

პროექტი ხორციელდება პროგრამის ერაზმუს+ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სამშვიდობო განათლების მიმართულებით საუნივერსიტეტო კურიკულუმების განვითარებას, ამავდროულად სამშვიდობო აქტივიზმში სტუდენტების ჩართულობას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამშვიდობო განათლების როლზე კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მშვიდობის მშენებლობასა და სამოქალაქო ჩართულობაში. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდების როლზე საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად. განიხილეს სამშვიდობო ღონისძიებებში სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობები და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები.

2025

ბანერები