


მიღება კიბერლაბორატორია უნილაბის პროფესიული აქსელერაციის პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი ტექნოლოგიური სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს პროფესიული აქსელერაციის პროგრამას.
თუ გაინტერესებს Python დეველოპმენტი, ციფრული პროექტების მართვა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ინტერფეისის დიზაინი, Front-End (HTML, CSS, JavaScript), Front-End (React), გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ შენი ცოდნისა და უნარების გარდაქმნის დროა.
უნილაბი გთავაზობს ჩაერთო პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში და შეერკინო ახალ, თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარება.
როგორ მივიღო მონაწილეობა პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში?
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსო ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმა
აარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შეავსე ფორმა: https://forms.gle/8mAGXy6imfm7wCFY8
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2025 წლის 4 აპრილი, 23:59 საათი
შერჩევის ეტაპები
- პირველი ეტაპი: სააპლიკაციო ფორმით გათვალისწინებული სატესტო დავალებების განხილვა;
- მეორე ეტაპი: დამატებითი ტესტირება ან გასაუბრება.
პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი
პროგრამა წარიმართება დისტანციურად. 4 თვის განმავლობაში მენტორებთან ერთად გექნება რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
ვისთვის არის განკუთვნილი პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?
- მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა სასურველი მიმართულებით, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ცოდნა მიიღო ინტერნეტის საშუალებით, თუ კურსის გავლით, მთავარია, მას ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და განვითარების სურვილი.
- დღეს დამსაქმებელი ნებისმიერ პოზიციაზე ითხოვს სამუშაო გამოცდილებას. ბევრი ადამიანი კი, ცოდნის მიუხედავად, შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო ვერ პოულობს სამსახურს. უნილაბის პროგრამა სწორედ ასეთი ადამიანებისათვისაა. 4 თვის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი პორტფოლიო იმ პროექტებით, რომლებზეც რეალურად მოუწევთ მუშაობა.
შესაბამისად:
- თუ ადამიანს არ აქვს ცოდნა, მან უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი ან თვითგანათლებით მიიღოს ცოდნა;
- თუ ადამიანს აქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ არ აქვს გამოცდილება, ეს პროფესიული აქსელერაციის პროგრამა მისთვის არის განკუთვნილი;
- ხოლო თუ ადამიანს აქვს ცოდნა და გამოცდილება, მაშინ მას უკვე შეუძლია სამსახური იპოვოს და პროფესიული აქსელერაციის პროგრამა აღარ სჭირდება.
როგორია პროფესიული აქსელერაციის პროგრამა?
- პროფესიული აქსელერაციის პროგრამა უფასოა. დიდი კონკურენციის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ საკონკურსო დავალების შესრულება, რომლის საფუძველზეც შეირჩევიან კანდიდატები;
- სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, პროგრამის მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარებიან მიმართულების მენტორები. პროგრამის ფარგლებში ისინი მონაწილეებს ნებისმიერ შეკითხვაზე უპასუხებენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმულები:
2025