ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამთო ტურიზმის განვითარება საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სამთო გამყოლთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.

2011 წლის ზაფხულში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს შესთავაზებს სამთო გამყოლთა სასერტიფიკატო კურსებს, ახალი სასწავლო წლიდან კი ეს სპეციალობა სპორტის პროფესიული პროგრამების სიაშიც შევა.

სამთო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ქვეყნის ეკონომიკისათვის. პროფესიონალი კადრების მომზადება კი ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სამთო გამყოლი ხელმძღვანელობს მთის, კლდეზე ცოცვის, ლაშქრობის და სათხილამურო ტურებს, პასუხისმგებელია მონაწილეთა უსაფრთხოებაზე, ტურის დაგეგმვა-მომზადებასა და განხორციელებაზე.

უამრავ სტუმართან ერთად, პრეზენტაციას ქალაქის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. თბილისის მერის განცხადებით, ტურიზმის სფერო როგორც თბილისისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დარგია, ხოლო სამთო ტურიზმის განვითარება ასეთი კლასის საერთაშორისო სტანდარტების სკოლის გარეშე წარმოუდგენელია.

ბანერები