ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“

ახალი ამბები

2014 წლის 10-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის, სწავლებისა და მეთოდიკის სფეროში გაწეული სამუშაოების წარმოდგენა ენების ელექტრონული სწავლების საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში, შედეგების შეჯამება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ამოცანების დასახვა.

კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან და პრაქტიკოს მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანიის საარლანდის უნივერსიტეტის პროფესორებიც.

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის -„ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწავლო ონლაინპორტალი“ - ფარგლებში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები