ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამართლის ფაკულტეტის კონფერენციის გამარჯვებულები

15 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

კომისიის წინაშე პრეზენტაციისა და სამეცნიერო კითხვა-პასუხის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული მეოთხე კურსის სტუდენტები ასე გადანაწილდნენ: პირველი ადგილი – ბესიკ ქვარცხავა (ნაშრომის თემა „ქართული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი და საერთაშორისო ასპექტები“), მეორე ადგილი – თეონა ხუციშვილი (ნაშრომის თემა „სინჯარის ბავშვები“), მესამე ადგილი – ოთარ ხუციშვილი (ნაშრომის თემა „საქართველოში ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული პრობლემების სამართლებრივი ანალიზი“). კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს – სერტიფიკატებთან ერთად წიგნები და სხვა საჩუქრები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების თემატიკა მრავალფეროვანი იყო. ადამიანის უფლებები, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში, აგრესია–როგორც არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიზეზი, დეკრეტული შვებულების სამართლებრივი მიმოხილვა, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონფერენციაზე სტუდენტებმა განიხილეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა სტუდენტების მიერ მომზადებული სამეცნიერო ნაშრომები დადებითად შეაფასეს და მომავალი კოლეგებისთვის პროფესიული რჩევებიც არ დაიშურეს.

ბანერები