ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სამართლის ფაკულტეტი საერთაშორისო ასოციაციის IALS წევრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, სამართლის სკოლების საერთაშორისო  ასოციაციის IALS წევრი გახდა.

სამართლის სკოლების საერთაშორისო  ასოციაციის IALS მიზნებს წარმოადგენს:

  • სამართლებრივი განათლების გაუმჯობესება და განვითარება
  • უირიდიული განათლების განვითარებით კანონის უზენაესობის გაძლიერება მთელ მსოფლიოში.
  • ასოცოაციის წევრი სამართლის სკოლებთან მოლაპარაკების და შეთანხმების საფუძველზე იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული ახალი იდეების განხილვა  და განხორციელების ხელშეწყობა.
  • სამართლის სკოლების განვითარების ხელშეწყობა.

    IALS- ის წევრობის ფარგლებში შესაძლებელია:
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები;
  • IALS-ის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ჟურნალებით, გაზეთებით და საინფორმაციო ფურცლებით სარგებლობა;
  • IALS-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება, რომლებიც შეეხება მსოფლიოში არსებულ ყველაზე პრობლემატურ სამართლებრივი საკითხების განხილვას;

შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც სტუდენტებს, ასევე სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვომია ბმულზე: http://www.ialsnet.org/

ბანერები