ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

"სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება“.

კონფერენციის მიზანი იყო მოეხდინა პრაქტიკული ფილოსოფიის სამი ძირითადი კონცეპტის - სამართლიანობის, ზნეობრიობის, თავისუფლების - თემატიზაცია ანტიკურობიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით.

კონფერენცია გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა გურამ თევზაძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე ”კანტის მესამე ანტინომიის ასპექტით წარმოდგენილი 19-ე საუკუნის ფილოსოფია”, მომხსენებლები იყვნენ ასევე ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში, იგი შეეხო თემას ”ნება , როგორც თავისუფლების პრინციპი”, გიგა ზედანია - ”ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია”, სერგო რატიანი, თამარ ცოფურაშვილი - ”თავისუფლების არსი ფიხტესთან”, ნინო როდონაია- ”იყო თავისუფალი, იაზროვნო თავისუფლად, იმოქმედო თავისუფლად”, ლევან გიგინეიშვილი-”ანტიგონე და სამოქალაქო საზოგადოება”, მამუკა ბერიაშვილი -”სოკრატე ანტიკურობის განმანათლებელი. სამართლიანობა და ღვთისმოსაობა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ანუ ცხოვრების საფუძვლები”, მაკა ლაშხია - ”სამართლიანობის არსი პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში”.

ბანერები