


სალექციო კურსი „რეგულირების ზეგავლენის შეფასება“
ახალი ამბები
2019 წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განახლდება სალექციო კურსი „რეგულირების ზეგავლენის შეფასება“ (რზშ). კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს კვლევის, ანალიზისადა შეფასების თანამედროვე მეთოდები. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ კანონპროექტებისა და მოქმედი კანონების სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება.
ლექციები გაიმართება 7 ოქტომბრიდან ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,C-316 აუდიტორიაში.
სტუდენტების მოსაზრებები აღნიშნულ კურსთან დაკავშირებით
ქეთევან ოქრუაშვილი
„რეგულირების ზეგავლენის შეფასება ახალი კურსია, რომლის გავლის დროსაც სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, საინტერესო ფორმატში რამდენიმე ძალიან კარგ ლექტორთან ერთად გაიაროს საგანი. აღნიშნული საგანი იმითაც არისგამორჩეული, რომ კურსზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მაღალია“.
გიორგი შაკიაშვილი
„კურსმა მომცა მნიშვნელოვანი ცოდნა იმის შესახებ, სახელმწიფო პოლიტიკის არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესოს შერჩევამდე და მის განხორციელებამდე რა ეტაპებს გადის. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გამიაქტიურდა პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის უნარ-ჩვევები“.