ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

პროექტის - ”დებატები საჯარო პოლიტიკაზე” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა  2010 წლის 17 ოქტომბერს დაამტკიცა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დამყარება იყო.

შეხვედრა, რომელზეც სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხები განიხილეს, დებატებით დასრულდა.

ბანერები