ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

12 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა გაიმართა. ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პროფესორებსა და სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე ესაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოსაზრება უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციის საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრები: გოკა გაბაშვილი, გურამ ჩახვაძე, ჯონდი ბაღათურია და სხვები.

”ახალ კონსტიტუციაში შემოდის ხელისუფლების შტოების დაბალანსების მექანიზმი, რაც წარმოადგენს ტრადიციულ ევროპულ კონსტიტუციონალურ მოდელს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მეტი მოტივაცია ექნებათ, რადგან არჩევნებში გამარჯვებული პარტია დააკომპლექტებს მთავრობის კაბინეტს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასა და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებას შეეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა საკონსტიტუციო პროექტმა მოწონება დაიმსახურა, რადგან ის შერეული მმართველობის ევროპულ ფორმას წარმოადგენს.

ბანერები