ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინჟინრო კოლეჯის პრეზენტაცია

24„ძველი + ახალი + ვირტუალური"- გამოფენა, რომელიც გუშინ 4 მარტს "გალერეა 9-ში" გაიხსნა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის პრეზენტაციას მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველი და ახალი არქიტექტურული კონსტრუქციული პროექტები, 3D ვირტუალური რეალობის საგანმანათლებლო პლატფორმა და ზვიად სულაბერიძის მიერ შექმნილი მულტისენსორული მაგიდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო კოლეჯის გახსნა საინტერესო სიახლეა მათთვის, ვისაც არქიტექტურის, სამშენებლო კონსტრუქციების ან კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა სურს. აღნიშნულ სპეციალობებზე ოთხწლიანი სწავლის შემდგომ საინჟინრო კოლეჯი ბაკალავრის დიპლომს გასცემს და კურსდამთავრებულს შეეძლება, დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო არქიტექტურულ ან სამშენებლო კონსტრუქციების სახელოსნოებში.

ბანერები