


საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტების სამუშაო შეხვედრა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ „woodservice”-მა ეკოლოგიურად სუფთა მასალების წარმოების ტექნოლოგია გააცნო. სამუშაო შეხვედრა გაიმართა 19 ნოემბერს „woodservice”-ის ოფისში, სადაც სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული შენობა.
არსებობის თერთმეტი წლის მანძილზე კომპანია „woodservice” აქტიურად მუშაობს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ინოვაციებისა და მოწინავე ტექნოლოგიების შესწავლასა და დანერგვაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს მათ მიერ მომზადებული პროექტები, დაათვალიერებინეს ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან აგებული შენობა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს მათი მხარდაჭრით გამოცემული წიგნები.