ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით

ახალი ამბები

22 სექტემბერს,  14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით.

ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების, სააპლიკაციო პროცედურების, ვადებისა  და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს ტარტუს უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით.

შეხვედრის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალექსანდრე ჩანადირს.

ელფოსტა: alexander.chanadiri@ut.ee

დრო: 22 სექტემბერი,  14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები