ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წელს სამჯერ უნდა ჩატარდეს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE).

გამოცდების ჩატარების თარიღებად განსაზღვრულია:

  1. 2024 წლის 17 მაისი სასკოლო დონეებისათვის: A1 და A2/ B1; 18 მაისი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2. რეგისტრაცია დღეიდან 3 აპრილის ჩათვლით,  ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 17:00 სთ.
  2. 2024 წლის 12 ივლისი დონეებისათვის: A2, B1, B2 და C1. რეგისტრაცია დღეიდან 15 მაისის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 17:00 სთ.
  3. 2024 წლის 22 ნოემბერი სასკოლო დონეებისათვის: A1 და A2/ B1; 23 ნოემბერი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1 და C2. რეგისტრაცია დღეიდან 9 ოქტომბრის  ჩათვლით, ორშაბათი - პარასკევი, 11:00 – 17:00 სთ.

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი და დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/204861970

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708997261

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი -TRESGE22

დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი, სახელი და თანხის ჩარიცხვის დანიშნულება (DELE-ს გამოცდის საფასური).

მითითებული საბუთები წარმოადგინონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის 32, ოთახი A 204 )

გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):

დონე  A1 -  98 ლარი      
დონე  A2 - 103 ლარი
დონე  B1 - 108 ლარი
დონე  B2 - 145 ლარი
დონე  C1 -  166 ლარი
დონე  C2 - 176 ლარი

 სასკოლო დონე

დონე A1 - 98 ლარი
დონე A2/ B1 - 108 ლარი

2024                                                                    

ბანერები