ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში

ახალი ამბები

სოფიის სერვანტესის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წელს სამჯერ უნდა ჩატარდეს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE).

გამოცდების ჩატარების თარიღებად განსაზღვრულია:

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A1, A2, B1 სასკოლო დონეებისათვის ჩატარდეს 2022 წლის 20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონეებისათვის ჩატარდეს 2022 წლის 21 მაისს. ამ თარიღებისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2022 წლის 16 მარტი, რეგისტრაციის მსურველებმა ამ ბრძანების მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nino_kareli@iliauni.edu.ge

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A2, B1, B2, C1 ენობრივი დონეებისათვის ჩატარდეს 2022 წლის 1 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ თარიღისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2022 წლის 4 მაისი, რეგისტრაციის მსურველებმა ამ ბრძანების მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nino_kareli@iliauni.edu.ge

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE) A1, A2, B1 სასკოლო დონეებისათვის ჩატარდეს 2022 წლის 18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო A1, A2, B1, B2, C1, C2 ენობრივი დონებისათვის ჩატარდეს 2022 წლის 19 ნოემბერს. ამ თარიღებისთვის ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბერი, რეგისტრაციის მსურველებმა ამ ბრძანების მეხუთე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino_kareli@iliauni.edu.ge

ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ ამ ბრძანების პირველ დანართად წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფურცელი და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:

    • მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ს/კ204861970
    • მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი:708997261
    • მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
    • ბანკის კოდი: TRESGE22
    • დანიშნულებაში ჩაიწეროს გამოცდაში მონაწილე პირის სახელი და გვარი,
    • თანხის ჩარიცხვის დანიშნულება – DELE-ს გამოცდის საფასური;

გ) სარეგისტრაციო ფურცელი.

გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):

დონე A1 81 ლარი
დონე A2 85 ლარი
დონე B1 90 ლარი
დონე B2 127 ლარი
დონე C1 150 ლარი
დონე C2 164 ლარი


სასკოლე დონეებისათვის

დონე A1 81 ლარი
დონე A2/B1 90 ლარი

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები