


საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ესპანურ ენაში
ახალი ამბები
სოფიის სერვანტესის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს სამჯერ უნდა ჩატარდეს ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (DELE).
გამოცდების ჩატარების თარიღებად განსაზღვრულია:
1. 2021 წლის 21 მაისი სასკოლო დონეებისათვის: A1, A2, B1 და 22 მაისი დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2.
რეგისტრაცია არა უგვიანეს 17 მარტისა.
2. 2021 წლის 9 ივლისი დონეებისათვის: A2, B1, B2, C1. რეგისტრაცია არა უგვიანეს 12 მაისისა.
3. 2021 წლის 12 ნოემბერი სასკოლო დონეებისათვის: A1, A2, B1 და 13 ნოემბერი სასკოლო დონეებისთვის: A1, A2, B1, B2, C1, C2
რეგისტრაცია არა უგვიანეს 6 ოქტომბრისა.
ესპანური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე (DELE) გასვლის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფურცელი (მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე მოთხოვნის გაგზავნით nino_kareli@iliauni.edu.ge) და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ბ) გამოცდაზე დარეგისტრირებისთვის საჭირო გამოცდის დონის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივ ერსიტეტი ს/კ204861970
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი:708997261
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს პირის სახელი და გვარი, DELE-ს გამოცდის საფასური.
გ) სარეგისტრაციო ფურცელი.
გამოცდის საფასური (დონეების მიხედვით):
დონე A1 81 ლარი
დონე A2 85 ლარი
დონე B1 90 ლარი
დონე B2 127 ლარი
დონე C1 150 ლარი
დონე C2 164 ლარი
სასკოლე დონეებისათვის
დონე A1 81 ლარი
დონე A2/B1 90 ლარი
2021 წელი