
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საერთაშორისო მიწოდების ხელშეკრულება კერძო სამართალში
19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კომპანია ”ლეგალ მენეჯმენტ გრუპის” წარმომადგენლის, ირინე ჯანელიძის საჯარო ლექცია კერძო სამართლის მიმართულებით თემაზე: "საერთაშორისო მიწოდების ხელშეკრულება კერძო სამართალში".
ქალბატონმა ირინემ ლექციის ფარგლებში ისაუბრა საერთაშორისო მიწოდების ხელშეკრულებებზე კერძო სამართალში, მათ მომზადებაზე, იმაზე, თუ როგორ ხდება მათი პირობების განსაზღვრა, ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. საუბარი იყო ასევე დავების გადაწყვეტაზე.
ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.