ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“

ახალი ამბები

2017 წლის 29-31 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, CRDF Global-ისა და აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, ტექნოპარკში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“.

სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას.

კონფერენციის პარტნიორები არიან:

  • საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ);
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA);
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი);
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები:

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ:

  • ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • მარინა ჩიტაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
  • ნინო დვალიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
  • ეკა ლეფსვერიძე, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი;
  • ნიკოლოზ გოგილიძე, „საქპატენტის“ თავმჯდომარე;
  • ავთანდილ კასრაძე, GITA-ს თავმჯდომარე;
  • დავით ჩეჩელაშვილი, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი;
  • მზია ქუთათელაძე, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი;
  • გიორგი ბენაშვილი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნესინკუბატორი;
  • სანდრო ასათიანი, „ჯეოლაბი“;
  • აიეტი კუკავა, ალიანს-ჯგუფის ჰოლდინგი;
  • ნიკოლოზ ბურდიაშვილი, CRDF/GRDF;
  • წარმატებული ქართული სპინოფები - გამომგონებლები, ინოვატორები, აკადემიური მეწარმეები.

კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ უცხოელ ექსპერტებთან შემდეგ საკითხებზე:

  • ვენჩორული კაპიტალი სპინოფებისთვის;
  • ლიცენზირება/ინტელექტუალური საკუთრების მართვა;
  • ტექნოლოგიების შერჩევა დაპატენტებისთვის;
  • ინდუსტრიისა და კვლევის კოლაბორაცია.

კონფერენციის სრული განრიგი ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში ან ბმულზე.

 

დრო და ადგილმდებარეობა: 29-31 მარტი, ტექნოპარკი (ინოვაციების ქ. 7, ოქროყანა)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები