საშემოდგომო სკოლა პარიზში დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის
ახალი ამბები
14-18 ოქტომბერს სოციალური მეცნიერებების ფრანგული უნივერსიტეტისა (EHESS) და მონაცემთა დაცვის ფრანგული ორგანოს (CNIL) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო საშემოდგომო სკოლა პარიზში.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს, რომლებიც იკვლევენ მონაცემთა ნაკადის პოლიტიკურ გავლენებს.
საშემოდგომო სკოლას გაუძღვებიან სხვადასხვა დისციპლინის (სამართალი, პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, გეოგრაფია, ინფორმაციული ტექნოლოგიები) მკვლევრები, ამასთან პროექტის განმავლობაში მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი საკვლევი თემები.
საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 22 მაისამდე CV-ისთან ერთად სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთონ მაქს. 500-სიტყვიანი კვლევის გეგმა (კვლევის მეთოდოლოგია და წყაროები) და მაქს. 300-სიტყვიანი აბსტრაქტი, ხოლო 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ მაქს. 5 000-სიტყვიანი კვლევის პრეზენტაცია.
სრული დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება რეგისტრაციის გადასახადისგან და მიიღებს მგზავრობის ხარჯების დასაფარად საჭირო თანხას. სრული დაფინანსება გაიცემა მხოლოდ 4 კანდიდატზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 2024
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
2024