


საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მრავალეთნიკური ქალაქის მოდელი და ებრაელი ინტელექტუალები კულტურულ-ენობრივი იდენტობის ძიებაში”.
კონფერენცია ჩატარდა რამდენიმე უცხოურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრაღის კარლის უნივერსიტეტი, ედერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
კონფერენცია მიმდინარეობდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მას სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა.
მხარდამჭერები იყვნენ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურ-პოლიტიკის სექცია, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.