ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია ”ესპანეთი - საქართველო”

პარასკევს,  30  აპრილს,    ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში   ოლოფ  პალმის  საერთაშორისო  ფონდის  ინიციატივითა  და  მხარდაჭერით    გაიმართა  სემინარი  თემაზე:  ”ესპანეთი - საქართველო:  ცვლილებების  ანარეკლი”.

შეხვედრის  თემატიკა  შეეხებოდა  პოლიტიკურ,  ეკონომიკურ  და  სოციალურ  ცვლილებებს  ესპანეთსა  და  საქართველოს  შორის.

სემინარი  გახსნა    ესპანეთის ელჩმა  საქართველოში  ხოსე  ანტონიო ზორილიამ. მოხსენებით  გამოვიდნენ    ბასკეთისა და  ბარსელონას  უნივერსიტეტის პროფესორები ხოაკინ  არიოლა  და  კარლოს  ვილაგრასა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გია  ნოდია  და  ემზარ  ჯგერენაია.

სემინარს  მონაწილის  სტატუსით  ესწრებოდნენ  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტები  და  პედაგოგები,  რომელთაც  გადაეცათ  საერთაშორისო  კონფერენციაში მონაწილეობის  სპეციალური  სერტიფიკატები.

 

ბანერები