


საჯარო პრეზენტაცია ილიაუნიში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის №32) 2012 წლის 7 ივლისს ჩატარდა სალექციო კურსის ”კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები” ფარგლებში „საჯარო პრეზენტაცია“, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემები.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ამავე კონკურსის წინა წლის გამარჯვებული კონკურსანტები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი არჩილ გამზარდია, და ზოგადი მოდულის კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი მაკა ლაშხია, ჟიურის საპატიო წევრად ასევე მოწვეული იყო სატელევიზიო შოუს „შეგირდი“ გამარჯვებული ავთანდილ ნატრიაშვილი.
ჟიურიმ გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული გუნდები შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო აქტუალური პრეზენტაცია.
გუნდის წევრები: მარიამ კოჟარაძე, ხათუნა მაჭარაშვილი, რუსუდან ძნელაძე.
• საუკეთესო კრეატიული პრეზენტაცია.
გუნდის წევრები: გვანცა თვალიაშვილი, ანეტა თავართქილაძე,ლიკა ქითელია.
• საუკეთესო შემეცნებითი პრეზენტაცია
გუნდის წევრები: ნათია კალანდია, ქეთევან ბახტურიძე, მარიკა ვერულაშვილი.
• საუკეთესო ინდივიდუალური პრეზენტაცია
შოთა ბერულავა.
გამარჯვებულებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
პროექტის ორგანიზატორი პირველი სასწავლო წლის სტუდენტთა კოორდინატორი მაკა პატარიძე.
კონკურსის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსი".