ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო პრეზენტაცია ილიაუნიში

2010 წლის 26 ივნისს, 13.00 საათზე A 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი №32) ჩატარდა სალექციო კურსის ”კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკები” ფარგლებში საჯარო პრეზენტაცია, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემები.

ჟიურის მიერ დასახელდა I, II, III ადგილებზე და ასევე ნომინაციებზე - აქტუალური, შემეცნებითი, ორიგინალური პრეზენტაციები - გამარჯვებული გუნდები.

საპრიზო ადგილები:
•  I ადგილი: გუნდი ”მახარობლები”, თემა ”ქორწილი”
•  II ადგილი: გუნდი ”კაპიტან კაუჭას გუნდი”, თემა ” მულტფილმი”
•  III ადგილი: გუნდი ”№5”, თემა ”სუნამო”.

ნომინაციები:
•  შემეცნებითი პრეზენტაცია: გუნდი ”2”, თემა ”ინდიგო ბავშვები”
•  ორიგინალური პრეზენტაცია: გუნდი ”იბერიელები”, თემა ”ღვინო”
•  აქტუალური პრეზენტაცია: გუნდი ”ჰებე”, თემა ”ბავშვი სახლში და არა ბავშვთა სახლში”.

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის სახელით გადაეცათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

პროექტის ორგანიზატორია პირველი სასწავლო წლის კოორდინატორი, მაკა პატარიძე.

 

ბანერები