ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო პოლიტიკის კონფერენცია

16-17 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „საჯარო პოლიტიკა მოქმედებაში: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“. ღონისძიების მთავარი მიზანი გახლდათ საჯარო პოლიტიკის როლის განხილვა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, მაღალი რანგის საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი, რომელთა ნაწილი საპატიო მოხსენებებით, ნაწილი კი - მოდერატორების როლში წარსდგა აუდიტორიის წინაშე.

კონფერენცია ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამისა“ (G-PAC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, კოლუმბიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ბანერები