ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC-ის) რიგით მეოთხე საჯარო პოლიტიკის ანგარიშის ,,სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა და მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში“ პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა.

კვლევის ავტორმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა მაღლაკელიძემ პრეზენტაციაში მონაწილე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში მასწავლებლების ხელფასის გამოთვლის სახელმწიფო ფორმულის ანალიზი და მისი შედარება დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში არსებულ სტანდართან გააცნო;

ავტორის მოსაზრებით მასწავლებლის ხელფასის არსებულ გაანგარიშებაში მრავალი უზუსტობაა (უფუნქციო კოეფიციენტების სახით), რომლის გასწორება და გამარტივება უნდა მოხდეს ასევე მასწავლებელთა სტიმულირებისთვის მაღლაკელიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს მასწავლებელთა კარიერული კიბისა და დამატებითი ხელფასის სისტემის მოწესრიგებას, რაც უნდა დაუკავშირდეს საქართველოს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და გადაწყვეტილების მიმღებათვის მსგავსი კვლევების მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნირებისა და ხელოვების ფაკულტეტის დეკანმა გიორგი გვალიამ, USAID-ის განათლების სპეციალისტმა მედია კაკაჩიამ, EWMI-G-PAC პროგრამის მრჩეველმა საჯარო პოლიტიკის დარგში ჯეისონ სვონტეკმა;

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც განათლებისა და მეცნირების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და სხვა პირები აქტიურად მონაწილეობდნენ.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი აგვისტოს თვეში საჯარო პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას ენერგეტიკის უსაფთხოების საკითხებზე გამართავს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები