
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საჯარო ლექციები კოსმოლოგიაში
ამა წლის 18-დან 23 ივნისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა ლეონარდ კისლინჯერმა წაიკითხა ლექციების სერია – ”სამყაროს ევოლუცია”.
ლექციებზე მსმენელს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა კოსმოლოგიის ძირითად იდეებსა და ფაქტებს. პროფესორმა ისაუბრა ისეთ თემებზე,როგორიცაა კოსმოსის სტრუქტურა, კოსმიური სხეულების მოძრაობა და პირველადი საწყისის შესწავლა და სხვ.
ლექციები ძირითადად განკუთვნილი იყო ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, თუმცა ცალკეული საკითხები სასარგებლო იყო მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვისაც. ლექციების შემდეგ სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დაესვათ კითხვები პროფესორისთვის და გაემართათ დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე.