
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საჯარო ლექცია ”სიცოცხლე წყლის გარეშე”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია ”სიცოცხლე წყლის გარეშე”. ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის მეტაბოლური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, მაქს პლანკის უჯრედის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ინსტიტუტის პროფესორმა, თეიმურაზ კურცხალიამ.
პროფესორმა ლექციის დაწყებამდე განიხილა ინსტიტუტის ჩამოყალიბების ეტაპები და სამომავლო გეგმები.
ლექციის მსვლელობისას პროფესორმა ისაუბრა ნიადაგის ჭიაზე, მისი უჯრედების განვითარებაზე, ჩამოყალიბებასა და თვისებებზე, შეეხო ჭიების შემცველი მოლეკულების და ნივთიერებების ურთიერთობებზე, კონკრეტულ მაგალითად კი განიხილა ქოლესტერინი.
ლექციის ბოლოს პროფესორმა უპასუხა აუდიტორიაში დამსწრეთა კითხვებს.