
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საჯარო ლექცია საკონსტიტუციო იუსტიციის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე, კონსტანტინე ვარძელაშვილი. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: საკონსტიტუციო იუსტიციის მოდელური არსი. ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო იუსტიციაზე, საერთო სასამართლოების სისტემაზე საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასა და იმ მექანიზმებზე, რომლებიც საჭიროა კონსტიტუციური კონტროლისათვის. მან ასევე მიმოიხილა საკონსტიტუციო სამართლის თეორიული საფუძვლები, კონსტიტუციონალიზმის ზოგადი ისტორია და თანამედროვე მოდელები.
ლექცია ატარებდა ინტერაქციულ ხასიათს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და გამოეთქვათ საკუთარი აზრი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.