
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საჯარო ლექცია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ”ოკუპირებული ტერიტორიები: პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები”. ლექციას უძღვებოდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი ეკა ტყეშელაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე.
ლექციის მიმდინარეობისას განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი ასპექტები.
ეკა ტყეშელაშვილმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორი სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი დღეს საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ირაკლი ფორჩხიძემ კი ამ ყველაფრის პოლიტიკურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.
ლექცია საჯარო იყო და დასწრება ყველა მსურველს შეეძლო. დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცა თავისი აზრი გამოეთქვა და კითხვებიც დაესვა.