ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო დებატები განათლების შესახებ

16 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში  გაიმართა  საჯარო დებატები თემაზე “ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ზოგადი განათლების შინაარსის განსაზღვრაში?“

დებატებში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. დებატების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეშვა შეკითხვები და დაეფიქსირებინა თავიანთი მოსაზრებები. მსგავსი შეხვედრები და დებატები ეხმარება სტუდენტებს უნარ–რჩვევების განვითარებაში, საკუთარი აზრისა და პოზიციის ჩამოყალიბებასა და საკითხის სიღმისეულ გაანალიზებაში.

ბანერები