


საჩუქარი აბიტურიენტებს 2015 - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი უფასო კურსი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ილიაუნი გაძლევთ შესაძლებლობას:
- კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, რამდენად კარგად ხართ მომზადებული გამოცდისთვის.
- ჩვენთან გაიაროთ უფასო ინტენსიური კურსი, რომელიც მოგეხმარებათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.
კურსის შექმნისას ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ პრობლემებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად აწყდებიან აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებისას; გავაანალიზეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.
ხშირია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი კარგად არის მომზადებული გარკვეულ დისციპლინებში, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს გამოცდაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ მომზადების პროცესში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა სატესტო დავალებების ტიპებისა და იმ პრინციპების ახსნას, რომლებსაც ესა თუ ის სატესტო დავალება ეფუძნება. არადა, საკმარისია, იცოდე პრინციპი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე შეძლებ.
ილიაუნის მოსამზადებელი კურსი ორი მოდულისგან შედგება:
- მოდული 1 - ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისთვის
- მოდული 2 - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი აბიტურიენტებისთვის
შესაძლებელია როგორც ერთი, ასევე ორივე მოდულის გავლა. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს.
მოსამზადებელი კურსი დაიწყება 1-ლი მარტიდან და გაგრძელდება აპრილის თვეშიც. ვითვალისწინებთ რა აბიტურიენტების გადატვირთულ გრაფიკს, მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 3 საათი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მოდულის ჩატარების განრიგი:
- შაბათი, 11:30-14:30 საათი
- კვირა, 15:00 – 18:00 საათი
ზოგადი უნარების მოდულის ჩატარების განრიგი:
- შაბათი, 15:00 – 18:00 საათი
- კვირა, 11:30 – 14:30 საათი
შეგიძლიათ, კურსის სხვადასხვა მოდულს დაესწროთ სხვადასხვა დღეებში.
კურსის ფარგლებში გავარჩევთ დავალებებს, გაგაცნობთ მათი ამოხსნის ხერხებს, რის შემდეგაც, ათვისებული მიდგომების გამოყენებით, თავადაც (ტრენერის დახმარებით) ამოხსნით მსგავს ამოცანებს.
თუ გსურთ კურსის გავლა, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა (რეგისტრაცია დასრულდა 2015 წლის 28 მარტს - ამ დროისთვის ყველა ჯგუფი შევსებულია), აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი/ მოდული; კურსის/მოდულის გავლის თქვენთვის სასურველი დრო და ჩვენ დაგიკავშირდებით.
ილიაუნი გისურვებთ წარმატებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
pr@iliauni.edu.ge