ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამის პრეზენტაცია


5 მაისს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის - ”საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების” პრეზენტაცია გაიმართა.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების სამაგისტრო პროგრამა გულისხმობს რეგიონში ინსტიტუტებისა და იდენტობების ინტერდისციპლინურ კვლევას და სპეციალისტთა და მკვლევართა ახალი თაობის მომზადებას პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკისა და ისტორიის მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი უნივერსიტეტია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო და კვლევითი პროცესების ინტეგრაცია. 2010 წელს დაარსებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევების პროგრამა ეფუძნება ამ ორი კომპონენტის კავშირს. პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგო რატიანის განცხადებით, ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, აღზარდოს ექსპერტები, მომავალი მკვლევრები, რომლებიც ისტორიის შესწავლის საფუძველზე შეძლებენ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების ტრანსფორმაციის ანალიზს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ არქივში იმუშაონ და შეისწავლონ ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს კვლევითი ცენტრებისთვის. 

ბანერები