ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

ახალი ამბები

დაიწყო მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის 6-კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“.

სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

პროგრამის მიზანია სპეციალისტების გადამზადება აუტიზმის სპექტრისა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისთვის (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

ტრენინგებს გამართავენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი;
  • ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი;
  • თათია მორჩაძე, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი.

ონლაინ ფორმატი

პროგრამა აერთიანებს თეორიულსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ხანგრძლივობა: 1 თვე (45 საკონტაქტო საათი)

პროგრამის დაწყების თარიღი: 14 ოქტომბერი 10:00 სთ.

ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

ტრენინგის დაწყებამდე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:https://forms.gle/drSN3czdnJrr9FKR8

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2023

 

ბანერები