ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ 6- კრედიტიან სასერტიფიკატო პროგრამაზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“.

  • სასერტიფიკატო პროგრამა დამტკიცებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ;
  • პროგრამის მიზანია სპეციალისტების გადამზადება აუტიზმის სპექტრისა და ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს

ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევით თერაპიას.

სასერტიფიკატო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს (BACB) მიერ რეგისტრირებული ქცევის ტექნიკოსისადმი (RBT) დადგენილ მოთხოვნებს.

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე, საკონტაქტო საათების რაოდენობა: 45 საათი. პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:

  • კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სუპერვიზორი სალომე მინდორაშვილი;
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეისმენეჯერი ანი შაყულაშვილი;
  • განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქეისმენეჯერი თათია მორჩაძე.

ფორმატი: შერეული (დისტანციური და დასასწრები)

პროგრამის დაწყების თარიღი: 4 თებერვალი, 2023 წელი

საინფორმაციო შეხვედრა რეგისტრირებულ მონაწილეებთან გაიმერთება 31 იანვარს.

ტრენინგის ღირებულება: 400 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 29 იანვარი

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3R5S2ok

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2023 წელი

ბანერები