


რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ილიაუნის პროექტმა ,,ონკოლოგიის ზამთრის სკოლა“
ახალი ამბები
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა ,,ონკოლოგიის ზამთრის სკოლა“ (ხელმძღვანელები: ასოც. პროფესორი ხათუნა საგანელიძე და ასოც. პროფესორი ივანე აბიათარი)
კონკურსის მიზანი იყო ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.
პროექტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად.
khatuna.saganelidze@iliauni.edu.ge
irakli.amiranashvili@iliauni.edu.ge
სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ.