


"როცა ცდები" - წიგნის პრეზენტაცია
წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ამერიკელმა მწერალმა ქეთრინ შულცმა წარადგინა თავისი წიგნი ”როცა ცდები”, რომელიც ახლახან ქართულ ენაზე გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია ”რადარამის” მიერ.
ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია, მედიცინა, პოლიტიკა, ყოველდღიური ცხოვრება - ის სფეროებია, რომელთა მრავალფეროვანი მაგალითებით ქეთრინ შულცი გვიხსნის, რომ შეცდომა ადამიანური ფენომენია. წიგნში ,,როცა ცდები" ის შეცდომის ორ მოდელს განიხილავს: პესიმისტურსა და ოპტიმისტურს. პირველი ხაზს უსვამს შეცდომის საბედისწერო ხასიათს, ხოლო მეორის მიხედვით, შეცდომას არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ის გვთავაზობს პასუხს კითხვებზე - რატომ არის შეცდომა ადამიანისთვის შემეცნების ერთ-ერთი გზა და არა დაბრკოლება? როგორია შეცდომის მექანიზმი, რომელსაც საბოლოოდ ჩვენი გარდაქმნაც კი შეუძლია?
თუ გსურთ მიიღოთ პასუხი ამ შეკითხვებზე, წაიკითხეთ ქეთრინ შულცის წიგნი ”როცა ცდები”.
წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებში.