ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რობოტიქსის კლუბები სკოლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი EPAM Georgia-ს მხარდაჭერით 29 ივნისიდან რუსთავისა და თბილისის სკოლებისთვის აცხადებს რეგისტრაციას რობოტიქსის კლუბებში გასაწევრიანებლად.

პროექტის ფარგლებში სკოლებში შეიქმნება რობოტიქსის კლუბები, რომლებიც ამ მიმართულებით მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებასა და განათლებას შეუწყობს ხელს.

პროექტის მხარდამჭერია EPAM Georgia.

პროექტში სულ 10 სკოლა მიიღებს მონაწილეობას და თითოეულ მათგანს გადაეცემა სამი Mbot რობოტი, რომელთა მეშვეობითაც მონაწილეები შეისწავლიან რობოტიქსის საფუძვლებს, დაპროგრამებას პითონზე, სენსორებისა და ძრავების მართვას. კლუბებს EPAM-ის ექსპერტების ჩაუტარებენ ონლაინ Tech Talk-ებს.სკოლებში რობოტიქსის კლუბები 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ მინიმუმ 10 მოსწავლის მონაწილეობით.

პროექტის მენეჯერია ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები, ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნის დახმარებით და EPAM Georgia-ს დაფინანსებით.

ვის შეუძლია ხელოვნური ინტელექტის კლუბებში გაწევრიანება?

თბილისისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებს.

  • პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. ამ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

რობოტიქსის კლუბებში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 18 ივლისისა.

სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/3QYeLlK

  • შენიშვნა: კლუბი გათვლილია IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
  • კლუბის ტრენერთა შერჩევა ცალკე გამოცხადდება.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2022 წლის 25 ივლისისა.

პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები გამოიყენებენ რობოტიქსის მიმართულებით მიღებულ ცოდნას.

შეჯიბრების პირობები გამოქვეყნდება ივლისში და მონაწილეობის უფლება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ კერძო და საჯარო სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის ვებგვერდზე და მათ გამოყენებას ნებისმიერი სკოლა შეძლებს.

პროექტთან დაკავშირებით საინფორმაცია შეხვედრა გაიმართება 11 ივლისს, 19:00 საათზე. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3AaKzO6

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

2022 წელი
ბანერები