ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რობოტიკის ონლაინკურსი მოსწავლეებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს რობოტიკის უფასო ონლაინტრენინგის კურსს.

კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს რობოტიკის საწყისები და მახასიათებლები, გამოუმუშაოს პროექტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

კურსის მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ თემებს:

  • რობოტები და მათი მრავალსახეობები
  • რობოტების მუშაობის პრინციპები
  • მარტივი მექანიზმები და მოწყობილობები
  • მექანიკური დიზაინი და ინჟინერია
  • Arduino-ს საწყისები და სენსორები

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასების მოტივირებულ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის ტექნიკას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 4 ნოემბრისა.

კურსი არის დამწყებთათთვის, შესაბამისად საბაზისო ცოდნა საჭირო არ არის.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/AjSzh5N8dPBf28op8

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 მოსწავლეს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

მონაწილეების გადარჩევა: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეგზავნებათ დავალება, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება შესაბამის კურსზე სტუდენტის შერჩევა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5 საათი 

სამუშაო ენა: ქართული

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2023 წლის 8 ნოემბრისა.

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20%-ს.

კურსი უფასოა

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z

2023

ბანერები