


რობერტო საბატინი ჯაკომო ლეოპარდისადმი მიძღვნილ საღამოზე
ახალი ამბები
27 დეკემბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში, ნანა ლომიასა და მანანა სიფრაშვილის ინიციატივით გაიმართა ჯაკომო ლეოპარდისადმი მიძღვნილი საღამო (დამდგმელი რეჟისორი ნანა ლომია), რომელსაც დაესწრო რობერტო საბატინი და მანვე შეასრულა მთავარი გმირის როლი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, ლექტორები და იტალიის ელჩის პირველი მოადგილე ნიკოლა იორიო.
რობერტო საბატინიმ წარადგინა ვიდეო ქალაქ რეკანატის შესახებ და საშუალება მისცა სტუმრებს, ემოგზაურათ და გასცნობოდნენ რეკანატის ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს, საღამო კი დაასრულა ლეოპარდის ცნობილი ლექსით.
საბატინიმ რეკანატის ქალაქის მერისა და ლეოპარდის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის მოკითხვა და საჩუქრები გადასცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრის დირექტორს, ნოდარ ლადარიას და საქართველოში იტალიის ელჩის პირველ მოადგილეს.
უახლოეს პერიოდში რობერტო საბატინის მეუღლე მანანა სიფრაშვილი ეწვევა მარკეს რეგიონს, სადაც დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
გალერეა