ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ყვარლის ევროკლუბის მიერ ახალგაზრდების ჩართულობაზე ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

16 დეკემბერს ყვარლის ევროკლუბმა 3 წლის მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე გამართული პანელური დისკუსია ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

პანელური დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ანნე ბირგიტი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერი
  • პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
  • თამარ გურჩიანი, ადამიანის უფლებათა მიმართულება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინა გოგოლაძე, EU NEIGHBOURS east-ის წარმომადგენელი

შეხვედრას მოდერაციას უწევდა ნიკა გურინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყვარლის ევროკლუბის ბიბლიოთეკას საუნივერსიტეტო გამოცემები გადასცა.

2022 

ბანერები