ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რექტორისა და თიურინგიის მინისტრის შეხვედრა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია დელეგაცია გერმანიიდან თიურინგიის ფედერალური მიწის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ციფრული საზოგადოების მინისტრ ვოლფგანგ ტიფენზეეს ხელმძღვანელობით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პროფესორი კაი-უვე ზატლერი, ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების თავმჯდომარე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. ამასთან დაიგეგმა თანამშრომლობა ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

2022 წელი

ბანერები