ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რელიგიისა და პოლიტიკის ეკონომიკური მოდელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა სემ პოტოლიკიომ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”The Economic Model of Religion and Politics”.

ლექცია ეხებოდა რელიგიისა და პოლიტიკის კავშირის ღრმა ანალიზს, რელიგიის გავლენას ადამიანზე და ინდივიდის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

სემ პოტოლიკიომ ისაუბრა ამერიკის რელიგიურ მრავალფეროვნებაზე და იმაზე, თუ რა როლს თამაშობს  რელიგია რიგითი ამერიკელის ცხოვრებაში.

პროფესორმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე წარმოადგინა უახლესი სტატისტიკური მონაცემები.

სემ პოტოლიკიო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მოწვეული ასისტენტ-პროფესორია. იგი სწავლობდა პოლიტიკასა და ფსიქოლოგიას ამავე უნივერსიტეტში, ორგზის აქვს მოპოვებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი - პოლიტოლოგიაში (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი) და თეოლოგიაში (ჰარვარდის უნივერსიტეტი). ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. სემ პოტოლიკიო რამდენიმე საპატიო ჯილდოს მფლობელია (მათ შორის სამგზის გახდა ”წლის მასწავლებელი”). მისი სტატიები რელიგიისა და პოლიტიკის შესახებ იბეჭდება კონგრესისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემებში. 

ბანერები