ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგისტრაცია არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებით ტურზე

ახალი ამბები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას 2024-2025 სასწავლო წლისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.

შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 23 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/ifvYaFeLcH3HYyCW7

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი ელფოსტაზე მიიღებს დავალებას, რომელიც 27 მაისამდე უნდა შეასრულოს და ელექტრონული ვერსია გამოგზავნოს მითითებულ ელფოსტაზე: archadmissions@iliauni.edu.ge

8 და 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება შემოქმედებითი ტურის II ნაწილი  აბიტურიენტებმა ადგილზე უნდა შეასრულონ კომისიის წევრების მიერ წინასწარ განსაზღვრული დავალება.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, შემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებს, შემოქმედებითი ტურის დებულებას.

2024

ბანერები